Home Sitemap Contact
მთავარი ჩვენ შესახებ თანამშრომლები მომსახურება ფასები ფასდაკლებები კონტაქტი
ფიზიოთერაპია
გინეკოლოგია
ჰირუდოთერაპია
ფიზიოთერაპია
თერაპია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დიეტოლოგია
ენდოკრინოლოგია
გინეკოლოგია
უროლოგია და ანდროლოგია
დერმატოვენეროლოგია
ნევროპათოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია
ანგიოლოგია
ტრავმატოლოგია-ორთოპედია
სტომატოლოგია
ლაბორატორიული გამოკვლევები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა
ენდოსკოპია
ექო დიაგნოსტიკა
მასაჟი
სამკურნალო ფიზკულტურა
მანუალური თერაპია
რეფლექსოთერაპია
ხერხემლის წყალქვეშა გაჭიმვები
ხერხემლის მშრალი გაჭიმვა
ჰირუდოთერაპია
მატრენაჟორო დარბაზი
სპა
პედიატრია
დედა და ბავშვთა ჯანმრთელობას სახემწიფო პროგრამა.
კვებითი ქცევის და წონის კორექციის პროგრამა
ბავშთა სპორტულ სკოლების სამედიცინო
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა
უროლოგია და ანდროლოგია

     საზოგადოდ გავრცელებულია აზრი, რომ უროლოგ-ანდროლოგი "კაცების" ექიმია. სადღაც ეს ასეცაა, რადგან ეს ექიმი ადგენს და მკურნალობს სასქესო დარღვევებს(პოტენციის ან ლიბიდოს დაქვეითებას), სათესლე ჯირკვლებისა და სასქესო ასოს თავის ანთებებს, პროსტატის ანთებებს (პროსტატიტი) და პროსტატის ადენომას, მამაკაცთა უნაყოფობას და მამაკაცთა სასქესო გზით გადამდებ ინფექციებს; მაგრამ უროლოგს მიმართავენ მანდილოსნებიც, რადგან შარდკენჭოვანი დაავადებების, ცისტატების, პიელონეფრიტებისა და შარდის შეუკავებლობისათვის არ არსებობს სხვაობა კაცთა და ქალთა შორის.

      საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მამაკაცთა უმრავლესობა როგორც წესი ნაკლებად აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას. სასქესო სფეროში პრობლემების წარმოქმნასთან( ერექციისა და პოტენციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია, რაც მამაკაცთა დაახლოებით 30%-ში ხდება) სცენარი ერთნაირია: დაავადების საწყის ეტაპზე მამაკაცები თვლიან, რომ ეს მოვლენები დროებითია და ხსნიან დაღლილობით, ცუდ ხასიათზე ყოფნით, ნერვიულობით და ა.შ. დაავადებების შემდგომ ეტაპზე მამაკაცი რწმუნდება, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და როგორც წესი მას მოჰყვება მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია - იგი თავს არიდებს სექსუალურ კონტაქტებს, რაც იწვევს ორგანიზმში შეგუბებით მოვლენებს, რომლებიც თავის მხრივ პროვოცირებას იწვევს (განსაკუთრებით ინფექციების არსებობის შემთხვევაში) მამაკაცთა სასქესო ორგანოებში ანთებით დაავადებების განვითარებას: ბალანოპოსტიტის, ურეთრითის, ეპიდიდიმიტის, პროსტატიტისა და ა.შ. (ვისაც გალუტანია ერთჯერ მაინც, იცის რაოდენ დამთრგუნველია). ეს ასეა, მაგრამ უიმედობა ნაადრევია.

     მრავალპროფილიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრ "ანტროპოსში" მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე ტარდება უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკური მეთოდების არსენალი ძალიან ფართოა, მაგრამ არსებობს სავალდებულო მინიმუმი, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაავადების მიზეზისა და დაზიანების ხარისხის დადგენა:

  • წინამდებარე ჯირკვლის რექტალურად დიგიტალური გასინჯვა.
  • პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპული კვლევა.
  • შარდის და პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. დნმ-დიაგნოსტიკა.
  • წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა.
  • ჰორმონალური და იმუნოლოგიური პროფილის გამოკვლევა.

     სრულფასოვანი დიაგნოსტიკა საშუალებას იძლება სწორად დაიგეგმოს მკურნლობის პროცესი. როგორც კი გაირკვევა დაავადების მიზეზი და მიმიდნარეობის ხასიათი, სასურველია დაუყოვნებლივ დაწყებული იქნას კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მიმართულია როგორც დაავადების გამომწვევ მიზეზის არმოფხვრაზე, ასევე მისგან გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაზე. ამდენად მკურანლობის ეფექტურობის კონტროლი მიმდინარეობს როგორც მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგაც.                                                                         

    უროლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის სამედიცინო ცენტრ "ანტროპოსში" გამოიყენება თანამედროვე მედიცინის მირწევები და მეთოდები: შორისისა და საშარდე ბუშტის ელექტროსტიმულაციური ექსკლუზიური მეთოდიკა მათი ტონუსის გასაძლიერებლად.

  • რექტოურეთრალური ელექტროსტიმულაციური თერაპია.
  • ტრანსრექტრალური და რექტოურეთრალური ჰიპერთერმიული თერაპია.
  • ფარმაკოლოგიის თანამედროვე მიღწევები (ანტიბიოტიკების,ენზიმური პრეპარატების და ვაზოდილატატორების კომბინაციები) რაც საშუალებას იძლევა სრულად აღმოფხვრას ბაქტერიული აგენტები და მკვეთრად შემცირდეს პროსტატის შეშუპება ანთებების ტოქსიური ნივთიერებების გამოდევნის ხარჯზე.
  • ფიზიოთერაპიული მკურნალობა.
  • ურეთრის ინსტილაცია სამკურნალო პრეპერაპტებით.
  • სხვადასხვა პროცედურები, რომლებიც ტარდება ურეთროსკოპის მეშვეობით.

    თანამედროვე მეთოდების კომპლექსური გამოყენება დაიგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში საშუალებას იძლევა დეტალურად მივუდგეთ პაციენტის ინდივიდუალური პრობლემების გადაწყვეტას. მკურნალობის დადებით შედეგებს კი უკვე რამოდენიმე პროცედურის შემდეგ იგრძნობს პაციენტი.

   განსაკუთრებული ყურადგება უნდა მიექცეს იმასაც, რომ სამედიცინო ცენტრ "ანტროპოსში" დანერგილია პროსტატის ადენომის არაოპერაციული მკურნალობის მეთოდი. აგრეთვე უროლოგი აკეთებს სხვადასხვა მცირე ამბულატორიულ ოპერაციებს: წინდაცვეთას,არვირის პლასტიკას,პაპილომებისა და კანდილომების მოწვა-მოკვეთას.

   მოდით სრულიად ინტიმურ საკითხსაც შევეხოთ. როგორც წესი სიტუაცია ამგვარად ვითარდება: თავიდან ჩვენ ვერ ვიჯერებთ რომ ასეთი რამ ჩვენ შეგვემთხვა და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მივმართავთ ექიმს, რადგან ასეთი "შენაძენით" ცხოვრება, როგორებიცაა: ათაშანგი,ჰონორკა,ქალამიდიოზი,გენიტალური ჰერპესი,ტრიქომონიაზი,მიკო-დაურკაპლაზმოზი, სოვანი ინფექციები საკმაოდ "უხერხულია"; ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში "ამ უსიამოვნებების" რიცხვამა მკვეთრად 10-15 ჯერ მოიმატა.'

   ასე რომ თუ თქვენ იგრძენით წვა და დისკომფორტი სასქესო როგანოების მიდამოში, შენიშნეთ გამონადენი საშარდე მილიდან ან რაიმე გამონაყარი ასოზე და ჩუჩაზე ნუ დაიწყებთ თვით მკურნალობას, ამით თქვენ მხოლოდ "წაშლით" ავადმყოფობის სურათს და დაამძიმებთ მდგომარეობას. უმჯობესია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.

   აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ სამკურნალო ცენტრ "ანტროპოსში" გარდა ანთებითი დაავადებების მაღალეფექტური მკურნალობისა, ხდება აგრეთვე მამაკაცთა დარღვეული პოტენციების სწრაფი უოპერაციო,მედიკამენტოზური აღდგენა. მეთოდით რომელსაც უკუ ჩვენებები არ გააჩნია.

  აშშ-ში ყოველი ზდასრული მამაკაცი, შუა ღამისას რომ გააღვიძო უშეცდომოდ გიპასუხებთ ამ კითხვაზე: რა ჰქვია მას, რა ჰქვია მის მეუღლეს და როგორია პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის რეოდენობა სისხლში.

  პროსტატსპეციფიური ანტიგენი "პ.ს.ა" ესაა ონკო მარკერი რომელიც საშუალებას იძლევა განვსაზღროთ სიმსიმნური გარადქმნისადმი წინა განწყობა, ან სიმსიმნური პროცესის დაწყება წინამდებარე ჯირკვალში.

  ჩვენს ქვეყანაში 55 წელს მიღწეულ მამაკაცებიდან ყოველი მეექვსე რისკის ჯგუფში შედის. ამიტომაც ნუ დაელოდებით პროსტატის სიმსიმნის განვიტარეიბას, წელიწადში ორჯერ მიმართეთ უროლოგ-ანდროლოგს სისხლში პ.ს.ა -ს განსაზღვრისათვის, რათა არ გავუშვათ შანსი დიდხანს შეუნარჩუნოთ აქტიური სექსუალური ცხოვრების შესაძლებლობა.

Copyright © 2010 Antropos. All rights reserved