სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრი
ანთროპოსი 2009
წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი გუნდის წევრები ხანგრძლივი სტაჟის
მქონე სპეციალისტები, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორები და
უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმები არიან.
თანამედროვე აღჭურვილობა გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ
დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული და სამკურნალო პროცედურების
მრავალი მიმართულებით. ანთროპოსი პასუხობს თანამედროვე
მედიცინის ყველა მოთხოვნას, პაციენტს შეუძლია მიიღოს
ხარისხიანი დახმარება მკურნალობის პროცესის ყველა ეტაპზე:
პირვეელი კონსულტაციიდან და დიაგნოსტიკიდან, მკურნალობამდე,
რეაბილიტაციამდე და პროფილაქტიკურ დაკვირვებამდე. ჩვენ
შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს.
„ანთროპოს“-ში შემოსული პაციენტი თავს კომფორტულად იგრძნობს.
აქ მყუდრო, სასიამოვნო და სუფთა გარემო დაგხვდებათ.
კაბინეტებთან არ შეხვდებით რიგებს, ხმაურსა და უყურადღებობას.
“ანთროპოს“-ის ექიმები თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური
გრაფიკითა და სქემით მუშაობენ.
ჩვენს ცენტრში მუშაობენ: ექიმი-თერაპევტი, კარდიოლოგი,
ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ნემსრეფლექსოთერაპევტი,
დერმატოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი,
სტომატოლოგი, უროლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი და
რევმატოლოგი.